ჩვენ გვყავს 16 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

ეზოს ინტერიერი

ფილტრაციის სისტემა

პოლიპროპილენის აუზი

Скачать бесплатно шаблоны для Wordpress.
Новые шаблоны DLE 10 на dlepro.ru

WhatsApp Image 2025-01-08 at 10.57.43

   ზაფხულში სიცხეების მოახლოებამდე,თქვენ უნდა მოამზადოთ თქვენი სახლის აუზი გასაშვებად.გაზაფხულზე მხოლოდ მაშინ, როდესაც აუზის შიგნით არსებული ყინული ბუნებრივად   გადნება. მისი დნობის ხელოვნურად დაჩქარებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს აუზის კედლებს და მოპირკეთებულ ზედაპირს.

   აუზის გაშვების პროცესი

   აუზის შიდა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს რბილი ჯაგრისით ან ღრუბლებით (გუპკით).გაზაფხულზე აუზების გაშვება ხდება,ყველა პროცედურის ჩატარების შემდგომ;
 კედლების შემოწმება.
 აუზის მოპირკეთებული ზედაპირის შემოწმება.
 სისტემის შემოწმება.
 ფილტრის და ტუმბოს შემოწმება.

  როდესაც მოწყობილობა მზად არის გამოსაყენებლად, აუზი შეიძლება გაივსოს წყლით. თუ სქიმერული აუზია,მისი დონე არ უნდა აღემატებოდეს სკიმერის შუას. გაზაფხულზე აუზის   დაწყების შემდეგი ეტაპი არის,წყლის ფილტრაციის სისტემის მომზადება. ტუმბოს და ფილტრის წყლის გარეშე გაშვებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სისტემას.უნდა შეავსოთ იგი უხეშად,   ხელით და როდესაც დარწმუნდებით,რომ ფილტრი და ტუმბო წყლით არის სავსე,მხოლოდ ამის მერე შეგიძლიათ ჩართოთ ფილტრაცია. ფილტრაციის ჩართების შემდგომი ეტაპი   არის,ფილტრის გარეცხვა.ყველა ფილტრს გააჩნია კლაპანი, ექვს-პოზიციური გადამრთველი.აყენებთ პოზცია BACKWASH-ზე და რთავთ ტუმბოს დაახლოებით 1-2 წუთი.შემდგომ კი აყენებთ კლაპანს პოზიციაზე RINZE (უკუ გარეცხვა) დაახლოებით 5-10 წამი.ამ ყველაფრის შემდგომ,კლაპანს აყენებთ პოზიცია FILTRACIA-ზე.ფილტრაციის სისტემა მზად არის ჩასართავად.გაითვალისწინეთ,რომ კლაპანის გადართვა თუ გადმორთვის დროს, ტუმბო უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში!წინააღმდე შემთხვევაში გააფუჭებთ ფილტრს და შესაძლოა გახეთქოს მილები და ფილტრი!

 

 

დამატებით ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:  (+995)  599-49-45-61

აუზის დეზინფიკაცია (იონიზატორი)